საუკეთესო სტარტი თქვენი შვილისთვის
300+ გახარებული მშობელი
შემოგვიერთდით სკოლამდელი აღზრდის თბილ და მეგობრულ გარემოში, სადაც მთავარი სწავლის, თამაშისა და ზრდის პროცესია
მოსამზადებელ ჯგუფში სწავლა მიზნად ისახავს სკოლამდელი ასაკის პატარების მომზადებას სასკოლო ცხოვრებისთვის, მათი ინდივიდუალობის გამოვლენასა და განვითარებას. ჩვენი აღსაზრდელების შემეცნებითი პროცესისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე მაღალკვალიფიციური აღმზრდელები ზრუნავენ.
მოსამზადებელი ჯგუფისთვის სკოლის შენობაში მოწყობილია მყუდრო და უსაფრთხო გარემო შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც ითვალისწინებს ფუნქციური უნარ-ჩვევების განმავითარებელ სასწავლო რესურსებს, დასასვენებელ და სარელაქსაციო სივრცეს, სახვითი ხელოვნების სახელოსნოს, სპორტულ დარბაზსა და სათამაშო მოედანს.
პირობები
09:00-18:00სთ
სამუშაო საათები
10,000 ლარი
სწავლის საფასური
კვება
მოსამზადებელ ჯგუფში გათვალისწინებულია ოთხჯერადი კვება, ბავშვთა დიეტოლოგთან შეთანხმებული კვების რაციონის შესაბამისად.
გასაუბრება
მოსამზადებელ ჯგუფში მისაღებად სავალდებულოა ფსიქოლოგთან გასაუბრება.
ტრანსპორტირება
ტრასპორტირება შესაძლებელია მოთხოვნისამებრ.
საბუთები
მოსამზადებელ ჯგუფში ჩარიცხვის მსურველებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
დაბადების მოწმობის დედანი/ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ორი ფოტოსურათი – 3×4;
ჯანმრთელობის ცნობა;
ცნობა მშობლების საქმიანობის შესახებ;
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
საბანკო რეკვიზიტები
შპს ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
GE49TB7149136080100002
GE29BG0000000120037400